რაულის და „ვილიარეალის“ მოლაპარაკებები ჩაშლასთან ახლოს არის
ესპანური გამოცემების ცნობით, რაულ გონსალესისა და „ვილიარეალის“ მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს...
მადრიდული გამოცემების ცნობით, „ყვითლებმა“ რაულს სეზონის ბოლომდე კონტრაქტი და გაგრძელების პერსპექტივა შესთავაზეს, რაც ესპანელისთვის მიუღებელია.
რაული მიიჩნევს, რომ თუ კლუბს ჩაიბარებს, მან მინიმუმ 2 წელი უნდა იმუშავოს, სხვა შემთხვევაში, კი „კასტილიაში“ დარჩენა და არსებული პროექტის განვითარება საუკეთესო ნაბიჯი იქნება.
არსებული ცნობით, „ვილიარეალმა“ მცირე დრო ითხოვა, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკება ინტენსიური აღარ არის.
- 9 სექტემბერი 2023
- 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.