ბრაჰიმ დიასი:„ამბიციები მაქვს, სკამზე ჯდომა არ მსურს“
ბრაჰიმ დიასმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და არსებული სიტუაცია გაანალიზა. დიასმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მის როლზე „მერენგების“ რიგებში...
„სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. გუნდმა 4-იდან 4 მატჩი მოიგო, თანაც 3 გასვლაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. საქმეები კარგად მიდის, მაგრამ ვიცით, რომ გაცილებით უკეთესად თამაშია შეგვიძლია და საკლუბო სეზონის განახლების შემდეგ კი უფრო მეტად უნდა მოვბილიზდეთ და პირველი ადგილი გავიმყაროთ.“
„დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი მეტ დროს მომცემს, ის კმაყოფილია ჩემი მუშაობით, შესაძლებლობები კი სტადიონზე უნდა დავამტკიცო. მე აქ მუდმივად სათადარიგო სკამზე ჯდომას არ ვაპირებ, სწორედ ამიტომ წინ დიდი ბრძოლა მელის. ძალიან გავიზარდე და დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც კლუბის კეთილდღეობას უნდა მოვახმარო.“
„თითოეულ ვარჯიშზე გუნდი უმჯობესდება. გუნდს გამარჯვებულის სული აქვს, რაც თავისთავად უფრო მოტივირებულს და თავდაჯერებულს გვხდის. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს და კარგი შედეგები დააფიქსიროს.“
„ეჭვი არ მეპარება, ჩემპიონთა ლიგას კარგად დავიწყებთ. ერთი სული მაქვს, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მოვისმინო, ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იქნება. ჩვენ ყველა ტურნირზე ბოლომდე დავიხარჯებით.“
„ვიცით, რომ რთული კალენდარი გვაქვს. ფაქტობრივად, 3 დღეში ერთხელ მოგვიწევს მოედანზე გასვლა, მაგრამ „რეალში“ არსებობს შესაბამისი რესურსი და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ წარმატების მისაღწევად.“
- 8 სექტემბერი 2023
- 854
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.