მორიგი სესია „სოსიედადთან“ მატჩისთვის!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ვარჯიში დაასრულეს. გუნდი „სოსიედადთან“ დაპირისპირებისთვის განახევრებული შემადგენლობით ვარჯიშობს...
დღევანდელ შეკრებაზე კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე კასტილიელიც გამოიძახა, რომლებმაც მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად მიიღეს მთავარი მწვრთნელის მითითებები.
აღსანიშნავია, რომ ფერლან მენდი ბოლომდე იტვირთება და საბოლოო ფაზაშია დანი სებალიოსიც, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება.
სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს განაგრძობენ, მათ შორისაა ვინისიუს ჟუნიორიც, რომლის რეაბილიტაცია სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.
ანჩელოტიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და სტანდარტულებს.
- 7 სექტემბერი 2023
- 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.