სებალიოსი:„ანჩელოტისგან მხარდაჭერას ვგრძნობ“
დანი სებალიოსმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„მე მალე დავბრუნდები. მიხარია, რომ დრო გავიდა და აღდგენითი პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, ეს ჩემთვის რთული კვირები იყო, მაგრამ წინ მთელი სეზონია.“
„მთავარი ის არის, რომ კარლო ანჩელოტისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. გასულ სეზონში იტალიელი ხშირად მენდობოდა და მჯერა, რომ ახალ სეზონშიც ასე იქნება.“
„კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა. მადრიდის „რეალში“ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები თამაშობენ, არჩევანი კი ძალიან დიდია, მაგრამ მე ამის არ მეშინია. დარწმუნებული ვარ, ხშირად გავალ მოედანზე და შესაძლებლობების დამტკიცებას მოვახერხებ.“
- 7 სექტემბერი 2023
- 488
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.