OKDIARIO - „სიტი“ ჰოლანდს 52 მილიონს სთავაზობს და „რეალის“ ეშინია!

OKDiario-ს ინფორმაციით, მანჩესტერ „სიტი“ თადარიგს იჭერს და სურს, რომ ერლინგ ჰოლანდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მანჩესტერელები ხვდებიან, რომ 2024 წელს მისი გაშვების საფრთხე არსებობს, ვინაიდან მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, თუ ნორვეგიელი გუნდის წასვლას გადაწყვეტს, „ქალაქელები“ მას ვერ შეეწინააღმდეგებიან...

„სიტიში“ არ ფიქრობენ, რომ მთავარი საფრთხე საუდის არაბეთია. გვარდიოლას გუნდის აზრით, ფლორენტინო პერესი 2024 წლის ზაფხულში „რეალის“ შეტევით ხაზს აუცილებლად გააძლიერებს, სწორედ ამიტომ ჰოლანდი უმთავრესი მიზანი იქნება.

„სიტი“ მზად არის, ნორვეგიელს ახალი, 6 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 52 მილიონი ევრო იქნება.

მანჩესტერელები დარწმუნებულები არიან, რომ „რეალი“ წინახაზელს წლიურად ამხელა თანხას ვერ გადაუხდის და ფლორენტინო პერესის მაქსიმუმი 25-30 მილიონი ევრო იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდი გვარდიოლას ხელმძღვანელობის წინადადებას მიიღებს, გუნდიდან საკუთარი სურვილით წასვლის პუნქტი ანულირდება, მის გამოსასყიდ თანხად კი 1 მილიარდი ევრო განისაზღვრება.

  • Hala
  • 7 სექტემბერი 2023
  • 1 447
  • 5

1

7 სექტემბერი 2023 14:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ეს რო მადრიდელი გახდეს, მბაპე ყველასს დაავიწყდება, მაგრამ ორივე ერთად ვაფშე სასწაული იქნებოდა.

2

7 სექტემბერი 2023 15:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876
ჰოლანდი დარჩება სიტიში და მართალიც იქნება.თავის დროზე მბაპეს გამო ამაზე უარი თქვეს ეხლა რახან მბაპეზე ვერ ჩალიჩობენ ჰოლანდი იქნება პრიორიტეტი? კაი ხელფასი ექნება სიტიში და გოლებსაც ყრის ევროპის ყველაზე ძლიერ ლიგაში.ლიგაც მოიგო და კიდე მოიგებს ადრე თუ გვიან.ასე
-----------------------
Decimotercero

3

7 სექტემბერი 2023 15:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
ეს ისე უბერავს სიტიდან არსად წამსვლელია. სულელი უნდა იყო თან ეხლაციქედან წასვლა მოგინდეს. გუნდი აწყობილია საათივით. ეს კაი ხანი დარჩება სიტიში და პრემიერლიგის რეკორდსაც მოხსნის 4-5 სეზონში

4

7 სექტემბერი 2023 19:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
არც უნდა წავიდეს რეალში,რადგან თავის დროზე თვითონ რეალმა თქვა ნორვეგიელზე უარი და ფულის პუტანკა მბაპე ამჯობინა.ხო,და იყოს ახლა ხოსელუს და არასტაბილური ვინის იმედზე.

5

7 სექტემბერი 2023 19:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამიზნულად მოიქცა პერესი ასე,რატომ გადაიხდიდა მბაპეში ფულს როდესაც მაგ ფულად გაისად ჰოლანდს იყიდის და მბაპე უფასოდ მოვა, რა გამოვიდა? 150 მილიონ ევროდ მბაპე-ჰოლანდი მოყავს კაცს, განა ეს სასწაული არაა? ვის ყავს ასეთი მმართველი სხვას?

თან პახოდუ შური იძია ალ ხელაიფზე, როდესაც მბაპეზე უარი უთხრა 2022-ში და ყველას თვალში დააკნინა თავის ჭკუით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)