დუდუ ავატი: გასული წლის 1-4 ცუდად მახსოვს
”მალიორკას” მეკარემ დუდუ ავატმა განაცხადა, რომ გუნდმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ”რეალთან” შეხვედრაში.
”იმედია ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება. ეს არის ლა ლიგის პირველი თამაში, მაგრამ ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ძალიან რთული შეხვედრა იქნება.” კუნძულელების გოლკიპერმა აღიარა, რომ გასული წლის 1-4 ცუდად ახსოვს. იმ მატჩში კრისტიანო რონალდომ ჰეტრიკი შეასრულა. ”გასულ სეზონში ისინი ლა ლიგის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, ჩვენი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზური იყო. მეორე ტაიმის გახსენება არ მსურს.”
”დამარცხების გარდა ჩვენთვის ნებისმიერი შედეგი სასურველი იქნება. იმედია კარგ სტარტს ავიღებთ.”დაასრულა დუდუ ავატმა
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 27 აგვისტო 2010
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.