რონალდუ ძალიან ნერვიული ფეხბურთელია!
კრისტიანო რონალდო ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს მუნდიალს, სადაც მისმა ეროვნულმა ნაკრებმმა ესპანეთთან მარცხი განიცადა. რონალდო ჯერ კიდევ მუნდიალის ფიქრებშია...
პორტუგალიელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ეს მან უკვე გასულ წელს ყველას დაუმტკიცა. მან ბევრი გადამწვეტი გოლი გაიტანა, მაგრამ მას ასევე აქვს ერთი პრობლემა. კრისტიანო მატჩების დროს ძალიან ნერვიულობს.
პორტუგალიელი ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს ესპანეთთან განცდილ მატჩს. თუ მას რამე კარგად არ გამოდის, ამაზე ბევრს ფიქრობს და ნერვიულობს. ეს კი თამაშებში ხელს ძალიან უშლის.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "პენიაროლს" უმასპინძლა. ურუგვაელი ფეხბურთელები კრისტიანოს მიმართ ძალიან უხეშები იყვნენ, არბიტრი კი ამ ყველაფერს იშვიათად ხედავდა. რონალდოზე ფეხბურთელები ძალიან უხეშობდნენ, პორტუგალელი ამაზე ძალიან განერვიულდა და იმ მატჩში ძალიან ცუდად ითამაშა.
გასულ წელს, "რეალი" და "ალმერია" ერთმანეთს ლა ლიგაზე შეხვდნენ, ალმერიელი ფეხბურთელები რონალდოს მიმართ უხეშები იყვნენ, კრისტიანომ ეს ყველაფერი ვეღარ მოითმინა და ფეხი მოწინააღმდეგე ფეხბურთელს ჩაარტყა, რის შედეგადაც მოედნიდან გააძევეს კიდეც. იგივე მოხდა "მალაგასთან" მატჩის დროს, მალაგელი ფეხბურთელი პორტუგალიელის შეჩერებას ხელებით სცდილობდა, რონალდომ კი მას ხელი თვალში ჩაარტყა, რის შედეგადაც 2 თამაში გამოტოვა.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 27 აგვისტო 2010
- 2 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.