ენდრიკი:„„რეალში“ დროულად გადასვლაზე ვოცნებობ“
ენდრიკ ფელიპე მადრიდის „რეალში“ თამაშს მოუთმენლად ელის...
„ჩემთვის სამეფო კლუბში თამაში დიდი ოცნებაა. დიახ, ვიცი რომ ამ კლუბის საკუთრება ვარ, თუმცა ბერნაბეუზე თავის დასამკვიდრებლად დიდი შრომა დამჭირდება. ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.“
„2026 წლის მუნდიალზე ჯერ არ ვფიქრობ, ვინაიდან იქამდე ოლიმპიური თამაშებია. თითოეული ტურნირის სასიკეთოდ გამოყენება მსურს. ჩემთვის ყველა მატჩს მნიშვნელობა აქვს.“
„როდრიგო და ვინისიუსი „მერენგების“ რიგებში არნახულად დიდ პროგრესს აჩვენებენ. მჯერა, რომ მათ კვალს გავყვები და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდები.“
- 6 სექტემბერი 2023
- 1 392
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.