კვირის პირველი ვარჯიში
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 2 დღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს...
კარლო ანჩლოტიმ მადრიდში დარჩენილი ფეხბურთელები შეკრიბა და პირველი სესია მოაწყო. გუნდი ლა ლიგის მეხუთე ტურის დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც 17 სექტემბერს არის ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ფერლან მენდი სრულფასოვან დატვირთვას იღებს. გუნდს უბრუნდება დანი სებალიოსიც.
არდა გიულერის აღდგენითი პროცესი გრძელდება, ისევე როგორც ვინისიუს ჟუნიორის.
ცალკე პროგრამით ვარჯიშობენ მილიტაო და ტიბო კურტუა.
სესიაზე უდიდესი ყურადღება მიექცა ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და სტანდარტებს.
- 5 სექტემბერი 2023
- 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.