მოდრიჩი:„გუნდს საკადრო პროლემების ფონზე უწევს თამაში“
ლუკა მოდრიჩმა „ხეტაფეს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. ბერნაბეუზე დაბრუნება ემოციური იყო. უკვე 10 წელია აქ ვარ, მაგრამ არენაზე ფეხის ყოველი შებიჯება ისტორიულია.“
„გუნდს საკადრო პრობლემების ფონზე უწევს თამაში, ვინაიდან დაიმტვრა ვინისიუც. ჩვენ მილიტაოს, კურტუას და ვინის სახით, გუნდის 3 უდავო ლიდერი გვაკლია, მაგრამ ბედნიერები ვართ იმით, რომ არსებობს დამატებითი რესურსი.“
„პირველ სამ ტურში ცოტა ვითამაშე, მაგრამ ახლა სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი და პირადი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.“
„„ხეტაფემ“ გოლის გატანის შემდეგ ჩაკეტილი ფეხბურთი შემოგვთავაზა და ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მათ ბერნაბეუზე მოგების შანსი მიეცათ.“
„ბელინგემი ნამდვილი ვარსკვლავია. ინგლისელი ფეხბურთელის ადაპტაცია სამეფო კლუბში სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა მერწმუნეთ, მას მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვს, ვინაიდან მეტისმეტად ახალგაზრდაა.“
- 3 სექტემბერი 2023
- 500
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.