ანჩელოტი:„ბელინგემის სახით ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფეს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ეს იყო ძალიან რთული მატჩი, რასაც გარკვეული გარემოებები განაპირობებდა. მე ვფიქრობ, რომ „ხეტაფეს“ მხრიდან გოლის გატანამ, ბორბალასს დაცვის გაძლიერებისკენ უბიძგა. სივრცეები ფაქტობრივად არ არსებობდა, რაც ჩვენს ამოცანას ართულებდა.“

„მეორე ტაიმში გოლის გატანამ მეტი შანსი და მოტივაცია მოგვცა. ფეხბურთელემა შესაძლებლობები გამოავლინეს და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მიაღწიეს.“

„ფრან გარსიამ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მან დღეს შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.“

„დაცვაში მცირე ცვლილებები განვახორციელე და ალაბა ფლანგზე გადავიყვანე. კროოსი? ის რა თქმა უნდა, მეტ შესაძლებლობას შექმნიდა, გერმანელი დიდი პროფესიონალია.“

„სანტიაგო ბერნაბეუ საოცარი არენაა. რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. გულშემატკივრებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს.“

„კროოსი და მოდრიჩი? მათი დარი ნახევარმცველი მსოფლიოს არ ჰყავს, მაგრამ ახალგაზრდა თაობისთვის შანსის მიცემას არასწორ ნაბიჯად არ მივიჩნევ. როგორც ლუკა, ასევე ტონი ბევრს ითამაშებენ.“

„ბელინგემისგან ამდენი გოლის გატანა მიკვირს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯუდი ამას ახერხებს, რაც ძალიან მახარებს. ჯუდი ჩვენი სიმდიდრეა.“

„„ბარსელონასთან“ კონკურენცია? სიმართლე გითხრათ, „ბარსას“ ბელინგემი არ ჰყავს. (იცინის).

„ახლა კვირაში ერთ თამაშს ვატარებთ, მაგრამ შემდეგ დაიწყება ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი, რაც იმას ნიშნავს, რომ როტაცია აუცილელბად მომიწევს. სწორედ ამიტომ, შანსს ყველა მიიღებს.“

„კროოსმა შესანიშნავად იცის სიტუაციის წაკითხვა. მას აქვს გამოცდილება, ხარისხი, ბურთის ფლობის საოცარი უნარი და ასე შემდეგ. გერმანელი მართლაც საოცარია.“

„მიუხედავად საშინელი ტრავმებისა, გუნდმა 4-იდან 4 მატჩი მოიგო. მე ვფიქრობ, რომ ახალმა ტაქტიკამ ჯუდს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა, სწორედ ამიტომ თამაშობს ბელინგემი ასეთ დონეზე.“

„მე ვფიქრობ, რომ ბელინგემის ადაპტაციას დრო არ სჭირდება, ის ადაპტირებულია და გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევას ახერხებს.“

„პენალტის შემსრულებლები? ამ სარამოს თერთმეტმეტრიანის გატანაზე ხოსელუ და ლუკა მოდრიჩი იზრუნებდნენ.“

„ჩვენ შეგვიძლია 90 წუთის განმავლობაში დიდი ინტენსივობა შევინარჩუნოთ, ეს კი ახალგაზრდების დამსახურებაა. გუნდს საოცარი მომავალი თაობა ჰყავს.“

„ბელინგემი მარტივად არღვევს ხაზებს და ხშირად ამწვავებს სიტუაციას, ის უბურთოდაც საოცარია. არ გამოვრიცხავ, ჯუდმა 15 გოლიც კი გაიტანოს.“

„დანიელ კარვახალი საუკეთესო მარჯვენა მცველია, მსოფლიოში მისი კლასის და გამოცდილების მქონე განაპირა მცველი არავინაა.“

  • Ramos
  • 2 სექტემბერი 2023
  • 5 494
  • 17

1

2 სექტემბერი 2023 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 552
ჰალანდი რა ცხოველია )) შევე*ი მბაპეს ჰალანდზე წაიბრძოლონ შემდეგ წელს,კი კარგ გუნდშია და ბევრს იტანს მაგრამ მოიგო უკვე 1 სეზონში ყველაფერი და შეიცვალოს იქნებ კლუბი,რეალი და ბარსელონა ისეთი კლუბებია რა მაგარ გუნდშიც არ უნდა თამაშობდე მაინც მიგიზიდავს,ამ 2 გუნდის მერე აღარაფერი აღარ არსებობს.

2

2 სექტემბერი 2023 22:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
ციტატა: Erik Lamela
ჰალანდი რა ცხოველია )) შევე*ი მბაპეს ჰალანდზე წაიბრძოლონ შემდეგ წელს,კი კარგ გუნდშია და ბევრს იტანს მაგრამ მოიგო უკვე 1 სეზონში ყველაფერი და შეიცვალოს იქნებ კლუბი,რეალი და ბარსელონა ისეთი კლუბებია რა მაგარ გუნდშიც არ უნდა თამაშობდე მაინც მიგიზიდავს,ამ 2 გუნდის მერე აღარაფერი აღარ არსებობს.

კი ჩემი ოცნება იყო ჰალანდი ჯერ კიდევ დორტმუნდში და ზალცბურგშიც რომ იყო. გადაყვენ ამ მბაპეს რა

3

2 სექტემბერი 2023 22:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
ბრაიტონის ფერგიუსონი არ მოგწონთ? თუ უყურებთ მაგის თამაშს? მაგარი ბიჭია, თან ჯერ 18 წლის არის. ნიუკასლს ჰეთრიკი შეუსრულა და კიდე არის დრო.

4

2 სექტემბერი 2023 22:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: Erik Lamela
ჰალანდი რა ცხოველია )) შევე*ი მბაპეს ჰალანდზე წაიბრძოლონ შემდეგ წელს,კი კარგ გუნდშია და ბევრს იტანს მაგრამ მოიგო უკვე 1 სეზონში ყველაფერი და შეიცვალოს იქნებ კლუბი,რეალი და ბარსელონა ისეთი კლუბებია რა მაგარ გუნდშიც არ უნდა თამაშობდე მაინც მიგიზიდავს,ამ 2 გუნდის მერე აღარაფერი აღარ არსებობს.

სულ მაგას ვამბობ ეს 2 კლუბი სულ სხვაგანაა.სადაც ახსენებენ რეალს იქვე ახსენებენ ბარსელონასც.ამ 2 კლუბში სულ სხვა დონის ფეხბურთელებს აქვთ ნათამაშები სხვა დონის ფეხბურთი და მიტოა ყველას რო სურს რეალი ბარსელონაში თამაში.რაც შეეხება ჰალანდს მგონია 2-3 წელი არსად წავა.ნეტა ხულიანი იყიდოს ბარსელონამ ეგ ბიჭი იტყვის თავის სიტყვას .მბაპე მოგდით 1 წელიწადში
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

5

2 სექტემბერი 2023 22:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876
წელს ბარსა უფრო გაძლიერდა ვიდრე რეალი.ვინის არ ყოფნა მაგრად ეტყობა გუნდს
-----------------------
Decimotercero

6

2 სექტემბერი 2023 22:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: Sani_Real
წელს ბარსა უფრო გაძლიერდა ვიდრე რეალი.ვინის არ ყოფნა მაგრად ეტყობა გუნდს

სმაგიეროდ ბარსას იყო ეტყობა რომ წელს ლევანი ვეღარ თამაშობს და მოუკლო საკმაოდ

7

2 სექტემბერი 2023 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 607
5 წუთია ნაპოლის თამაში მიდის და საკაიფოდ მოხოდილია კვარა ჩვენი ლომი,ეტყობა მონდომებაც და ყველაფერი ტრავმის მერე დაბრუნდა ჩვენი ჯიმა

8

2 სექტემბერი 2023 22:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: kontaqti
სმაგიეროდ ბარსას იყო ეტყობა რომ წელს ლევანი ვეღარ თამაშობს და მოუკლო საკმაოდ

გარემარბები არ ყავა გვერდით მარტო თვითონ იბრძვის ყველა მომენტზე და მასე გაუჭირდება ლევანა არაა ბენზემას სტილის წამოიწყოს გაითამაშოს კედელი და გაიტანოს თვითონ უნდა შეუქმნა მიაწოდო და ეგეთი ერთი დემბელე იყო ისიც წინა სეზონის ბოლოს რო დაიმტვრა მის მერე აურია ლევანამ და ვერც ეხლა დალაგდა მიმწოდებელი არავინ ყავს ასე რომ ვთქვათ.ვანახოთ ეხლა ფელიში როგორ მოერგება
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

9

3 სექტემბერი 2023 00:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
ეს ნაპოლი შარშანდელი ნაპოლის აჩრდილია. ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს მოკლებული და მწვრთნელის ხელიც არ.ეტყობა.ჯერ გუნდს

10

3 სექტემბერი 2023 07:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: I N I E S T A 8
გარემარბები არ ყავა გვერდით მარტო თვითონ იბრძვის ყველა მომენტზე და მასე გაუჭირდება ლევანა არაა ბენზემას სტილის წამოიწყოს გაითამაშოს კედელი და გაიტანოს თვითონ უნდა შეუქმნა მიაწოდო და ეგეთი ერთი დემბელე იყო ისიც წინა სეზონის ბოლოს რო დაიმტვრა მის მერე აურია ლევანამ და ვერც ეხლა დალაგდა მიმწოდებელი არავინ ყავს ასე რომ ვთქვათ.ვანახოთ ეხლა ფელიში როგორ მოერგება

კი დაცინოდნენ და ვინ ყავს ბარსას დემბელეზე უკეთესი შემტევი ნეტა ვიცოდე. და თან ძაან ღლაპებშიც უწევს თამაში და ვერაა ისეთივე მოხოდილი

11

3 სექტემბერი 2023 08:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: kontaqti
კი დაცინოდნენ და ვინ ყავს ბარსას დემბელეზე უკეთესი შემტევი ნეტა ვიცოდე. და თან ძაან ღლაპებშიც უწევს თამაში და ვერაა ისეთივე მოხოდილი

გეთანხმები არავინ ყავს დემბელეზე უკეთესი გარემარბი მაგრამ მაგის იმედზე ჩემი მტერი იყოს:)))რაც შეეხება ღლაპებს ნელ ნელა მიღებენ გამოცდილებას.დაცვა ნახევარ დაცვა დალაგებულია შეტევაში ფელიშმა თუ გაამართლა ხო კარგი თუ არა და მთლიანად შესაცვლელია ლევანდოვსკიანად:)ისედაც შესაცვლელია რომც გაამართლოს.16 წლის იამალი როა შეტევაში ყველაზე კრეატიული იქ უნდა მიხვდე ფორვარდი რა დღეში იქნება
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

12

3 სექტემბერი 2023 10:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: I N I E S T A 8
გეთანხმები არავინ ყავს დემბელეზე უკეთესი გარემარბი მაგრამ მაგის იმედზე ჩემი მტერი იყოს:)))რაც შეეხება ღლაპებს ნელ ნელა მიღებენ გამოცდილებას.დაცვა ნახევარ დაცვა დალაგებულია შეტევაში ფელიშმა თუ გაამართლა ხო კარგი თუ არა და მთლიანად შესაცვლელია ლევანდოვსკიანად:)ისედაც შესაცვლელია რომც გაამართლოს.16 წლის იამალი როა შეტევაში ყველაზე კრეატიული იქ უნდა მიხვდე ფორვარდი რა დღეში იქნება

ფელიქსი იმაზე ჭუჭუა გამოდგა ვიდრე თავიდან ველოდი. ზოგადად ტქვენც არ ხართ ჩვენზე უკეთეს სიტუაციაში და ამიტომაც დაიწია ესპანურმა ფეხბურთმა უკან უკან

13

3 სექტემბერი 2023 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
მერამდენედ უნდა გადაგვარჩინოს ბელინგემმა, ძალიან მაგარი ბიჭია... წარმატებები...

14

3 სექტემბერი 2023 14:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: kontaqti
ფელიქსი იმაზე ჭუჭუა გამოდგა ვიდრე თავიდან ველოდი

რაში დაინახე ფელიშის ჭუჭუობა?
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

15

3 სექტემბერი 2023 15:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 552
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: Erik Lamela
ჰალანდი რა ცხოველია )) შევე*ი მბაპეს ჰალანდზე წაიბრძოლონ შემდეგ წელს,კი კარგ გუნდშია და ბევრს იტანს მაგრამ მოიგო უკვე 1 სეზონში ყველაფერი და შეიცვალოს იქნებ კლუბი,რეალი და ბარსელონა ისეთი კლუბებია რა მაგარ გუნდშიც არ უნდა თამაშობდე მაინც მიგიზიდავს,ამ 2 გუნდის მერე აღარაფერი აღარ არსებობს.

სულ მაგას ვამბობ ეს 2 კლუბი სულ სხვაგანაა.სადაც ახსენებენ რეალს იქვე ახსენებენ ბარსელონასც.ამ 2 კლუბში სულ სხვა დონის ფეხბურთელებს აქვთ ნათამაშები სხვა დონის ფეხბურთი და მიტოა ყველას რო სურს რეალი ბარსელონაში თამაში.რაც შეეხება ჰალანდს მგონია 2-3 წელი არსად წავა.ნეტა ხულიანი იყიდოს ბარსელონამ ეგ ბიჭი იტყვის თავის სიტყვას .მბაპე მოგდით 1 წელიწადში

ფეხბურთისთვის და ინტრიგისთვის ჰალანდს და მბაპეს ბარსა რეალში გადავანაწილებდი.

16

3 სექტემბერი 2023 15:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
აუ ამ რუდი გარსიას მაგარი ... აქვს, ტიპს კვარა სათადარიგო ფეხბურთელი ჰგონია, დაღლილ მეტოქეებთან არის საჭირო კვარაო, ბოლო 20 წუთი რა ჯანდაბათ უნდა, მთელი ტაიმი უნდა ათამაშო, რომ ბოლომდე გაიხსნას და მაქსიმუმი აჩვენოს, მაგაზე უკეთესს ვის ხედავს ნეტა? ძალიან ნერვებს მიშლის ეგ ... კაცი.

იმედია ბერნაბეუზე სათადარიგოზე არ დასვავს, ეგ თუ მოხვდება ნაპოლის კაი ბედი არ უწერია...

17

3 სექტემბერი 2023 18:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: Erik Lamela
ფეხბურთისთვის და ინტრიგისთვის ჰალანდს და მბაპეს ბარსა რეალში გადავანაწილებდი

ერთად ვერ ითამაშებენ ასე მგონია.გეთანხმები მეც მასე გავანაწილებდი ჰალანდი მბაპეს.ლა ლიგაც ამოიწევს რეიტინგში.ძალიან დაეცა ლა ლიგის დონე.ეს მსაჯების საქციელები წალკე ფენომენია
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)