ოდრიოზოლა:„„რეალში“ ჩემი კარიერა არ შედგა, მაგრამ მადლიერი ვარ“
ალვარო ოდრიოზოლამ ესპანეთის დედაქალაქის დატოვებისას კომენტარი გააკეთა...
„სამეფო კლუბში დიდი იმედებით მოვედი, მაგრამ ჩემი მადრიდული კარიერა არ შედგა, თუმცა მივიღე უდიდესი გამოცდილება და მომეცა საშუალება ისეთ დიდ კლუბებში მეთამაშა, როგორებიც „ბაიერნი“ და „ფიორენტინა“ არიან.“
„მე სამეფო კლუბისთვის ყოველთვის ვიხარჯებოდი. ეს არის ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გუნდი მსოფლიოში, რომელში თამაშიც სიამაყეა. მოედანზე ხშირად არ ვჩანდი, თუმცა გუნდი დიდ პატივს მცემდა.“
„„ბლანკოსში“ ძალიან გავიზარდე, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი, სწორედ ამიტომ მადლიერი ვარ.“
„ანჩელოტის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. აქ ყოველთვის გამარჯვებულის სულისკვეთებაა.“
- 2 სექტემბერი 2023
- 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.