პარდესამ და ბუტრაგენიომ კენჭყისყირს შესახებ ისაუბრეს
ემილიო ბუტრაგენიომ და მიგელ პარდესამ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს...
პარდესა
"ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხდით სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის სამი გამარჯვებული დაუპირისპირდება, მილანი და აიაქსი შესანიშნავი გუნდები არიან. რაც შეეხება ოსერს, ისინი ფრანგულ ფეხბურთს წარმოადგენენ, ამ ქვეყნის კლუბებთან ჩვენ ძალიან ხშირად გვითამაშია ჯგუფურ ეტაპზეც და Play Off-ებშიც. ყველა მატჩი რთული იქნება, მაგრამ აუცილებელია ჯგუფიდან გასვლა და წარმატების მიღწევა."
"ჩვენ გუნდთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ არავის სურდა, რადგან სამეფო კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს გაცილებით უფრო გაძლიერდა. შარშანაც ძალიან მოტოვირებულები ვიყავით, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა."
ბუტრაგენიო
"დამეთანხმებით ისტორიული ჯგუფია და ჟურნალისტებს მართლაც ბევრი სამუშაო მიეცემათ. ფეხბურთი ძალიან არაპროგნოზირებადი სპორტია და იოლი მეტოქე არ არსებობს, ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევია და მთავარია ბოლომდე დავიხარჯოთ, გუნდი უკვე ფიქრობს ჯგუფური ეტაპის დაძლევაზე."
"მადრიდის რეალი ისტორიული გუნდია და რა თქმა უნდა მასთან შეხვედრა არავის სიამოვნებს, მითუმეტეს ახლა, როდესაც "ბლანკოსი" უმთავრეს ფავორიტად ითვლება."
- 27 აგვისტო 2010
- 2 607
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.