ანჩელოტი:„„რეალი“ ყველა ტურნირისთვის ბოლომდე იბრძოლებს“
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ბერნაბეუზე ვბრუნდებით, რაც ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია. სტადიონი შესანიშნავ კონდიციაშია, რამდენიმე თვეში კი გრანდიოზულ გახსნას ვიხილავთ. გასულ 3 ტურში 9 ქულა მოვიპოვეთ, ახლა კი წარმატებული სვლის გაგრძელებას საშინაო არენაზე ვგეგმავთ.“
„საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და ვფიქრობ, ამ სეზონში წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სატრანსფერო მარკეტზე „რეალის“ აქტიურობა გეგმაში არ არის.“
„ბელინგემი სანტიაგო ბერნაბეუზე პირველად ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, პუბლიკა ინგლისელს შესანიშნავად მიიღებს. ქომაგებს წინ დიდი ბედნიერება ელით, ისინი ჯუდს ერთად ნახავენ.“
„ვინისიუსის სახით ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდა, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ბრაზილიელი გუნდისთვის, მაგრამ თვისობრივად არაფერი შეიცვლება.“
„გუნდში ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა ხარისხი, კლასი, შემართება და ისტორია არ იცვლება. ეს „რეალია“, რომელიც ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს.“
„ვინისიუსის შეცვლა შეიძლება ხოსელუთი და ბრაჰიმით, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემაში გარკვეული რედაქტირებაა საჭირო. ბრაჰიმი სწრაფი და მოძრავი მოთამაშეა, ხოსელუ კი გოლზე ორიენტირებული წინახაზელი.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. „ნაპოლიმ“ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძლო და კვლავ საუკეთესოობისთვის იბრძოლებს, როდესაც გავიგე, რომ იტალიური გუნდი ჩვენთან მოხვდა, მაშინვე წარმოვიდგინე 2 დიდი ბრძოლა, რომელიც ჯგუფში შედგება. „იუნიონ ბერლინის“ პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, ხოლო „ბრაგა“ ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს სანახაობრივ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დაპირისპირებები გველის.“
„გონსალო განაცხადში იქნება, ის ნიჭიერი ფორვარდია და შესაძლოა შანსიც მიიღოს.“
„მბაპე? მე პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს. რაც შემიძლია კილიანზე გითხრათ ის არის, რომ პატივისცემა ყოველთვის მქონდა, თუმცა ის „პსჟ“-ს ეკუთვნის და არა ჩვენს გუნდს.“
„როდრიგო უნივერსალია და ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. გოეშს მარცნიდან შეტევაც ხიბლავს და ვინისიუსის არყოფნაში აღნიშნულ პოზიციაზეც დაიტვირთება.“
„მენდი და სებალიოსი სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემს განკარგულებაში იქნებიან. მომდევნო დღეებში ისინი ინტენსიურ მზადებას გააგრძელებენ.“
- 1 სექტემბერი 2023
- 1 860
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.