წამზომი ჩართულია, ტრანსფერების დასრულებამდე 18 საათზე ნაკლები დარჩა
სრულიად ესპანური საფეხბურთო სამყარო მადრიდის „რეალის“ ქმედით ნაბიჯებს ელის. წამზომი ჩართულია, სატრანსფერო მარკეტის დახურვამდე 18 საათზე ნაკლები რჩება...
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, სატრანსფერო ბაზარზე ფლორენტინო პერესი აქტიურობას აღარ აპირებს. აღნიშნული დაადასტურა ემილიო ბუტრაგენიომაც, რომელიც გუშინ მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე იმყოფებოდა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსს“ მსგავსი რამ არაერთხელ გაუკეთებია.
„რეალი“ ბეილის შემთხვევაშიც ამბობდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა და ტრანსფერები დაიხურა, თუმცა უელსელი მადრიდისტა გახდა. სიურპრიზი იყო ჩიჩარიტო ერნანდესის და ედუარდო კამავინგას შეძენა.
ასევე ბოლო საათებს უკავშირდება სერხიო რამოსის, რონალდო ნაზარიოს და სხვების ტრანსფერებიც.
ფაქტი ის არის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ყველანაირ ჭორს წერტილი დაესმება, გადამწყვეტ როლს კი მომდევნო საათები ითამაშებს.
- 1 სექტემბერი 2023
- 1 516
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.