სება და მენდი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან
მიუხედავად იმისა, რომ დანი სებალიოსის და ფერლან მენდის აღდგენითი პროცესი დასრულებულია, მოთამაშეები „ხეტაფესთან“ არ იასპარეზებენ...
როგორც ფრანგის, ასევე ესპანელის დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება.
კარლო ანჩელოტის გარისკვა არ სურს, სწორედ ამიტომ, მოთამაშეები მომდევნო დღეებშიც ფრთხილად ივარჯიშებენ, ლა ლიგის მეხუთე ტურისთვის კი სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
შეგახსენებთ, სანაკრებო პაუზა სტარტს ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შემდეგ აიღებს.
- 31 აგვისტო 2023
- 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.