ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის მოლოდინში
მადრიდის „რეალის“ და არამხოლოდ სამეფო კლუბის გულშემატკივრები დღეს საღამოს გაიგებენ, რომელ გუნდებს დაურუსპირდებიან „მერენგები“ ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.
უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსი“ როგორც ესპანეთის არაჩემპიონი გუნდი, განთესილი არა პირველ, არამედ მეორე კალათშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონი ყველა ვარიანტში ეყოლება.
კალათა N1 - „სიტი“, „ბაიერნი“, „პსჟ“, „ბენფიკა“, „ნაპოლი“, „ბარსელონა“, „სევილია“, „ფეინოორდი“
კალათა N2 - „რეალი“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „ინტერი“, „დორტმუნდი“, „ატლეტიკო“, „ლაიფციგი“, „პორტო“, „არსენალი“
კალათა N3 - „შახტარი“, „ზალცბურგი“, „მილანი“, „ბრაგა“, „ლაციო“, „ესტრელა როხა“, „კოპენჰაგენი“, „პსვ“
კალათა N4 - „სოსიედადი“, „გალათასარაი“, „ამბერესი“, „იანგ ბოისი“, „სელტიკი“, „ნიუქასლი“, „იუნიონ ბერლინი“, „ლანსი“.
აღნიშნული ღონისძიება სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.
- 31 აგვისტო 2023
- 1 517
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.