ლა ლიგა ახლოვდება
მადრიდის "რეალი" ემზადება ლიგის პირველი მატჩისთვის "მალიორკას" წინააღმდეგ სონ მოიქსის სტადიონზე.
ოფიციალური შეჯიბრი მადრიდის "რეალისთვის" მალე დაიწყება. მადრიდისტები ფიქრობენ კვირას გასამართ მატჩზე "მალიორკას" წინააღმდეგ. 20-მა პირველმა გუნდელმა და 3-მა აკადემიის მოთამაშემ, ხუანფრანმა, მატეოსმა და ხუანანმა დღეს დილას ივარჯიშეს "რეალ მადრიდ სიტიში".
ჟოზე მაურინიომ სესიაზე გააერთიანა ფიზიკური ვარჯიშები და ბურთთან მუშაობა. სესიის პირველ 15 წუთს გაუძღვა ფიტნესის მწვრთნელი ლუის ფარია, რომლის დროსაც თეთრები დარბოდნენ მინდვრის გარშემო და ასრულებდნენ გაჭიმვით ვარჯიშებს, რასაც მოჰყვა კუნთების გამაგრების ვარჯიშები.
როდესაც ისინი მორჩნენ, გუნდი გაიყო 2 ნაწილად. ცენტრალური მცველები რამოსი, კარვალიო, მატეოსი და ხუანფრანი ატარებდნენ ნარინჯისფერ ფორმას; პირველი 2 იყო მოედნის ერთ მხარეს, ხოლო ბოლო 2 მეორე მხარეს. დრენტე, ვან დერ ვაარტი, ბენზემა, პედრო ლეონი, ხედირა, გრანერო, ოზილი და აკადემიის მოთამაშე ხუანფრანის ატარებდნენ მწვანე ფორმას. ლასი, მარსელო, არბელოა, ხაბი ალონსო, იგუაინი, კანალესი, დი მარია და კრისტიანო რონალდო ატარებდნენ თეთრ ფორმას. ამასობაში კი კასილასი, დუდეკი და ადანი ვარჯიშობდნენ მეკარეების მწვრთნელ სილვინო ლოუროსთან.
პეპე და დიარა დარბოდნენ მოედნის გარშემო და ბურთთან მუშაობდნენ გუნდისგან განცალკევებით, გამოჯანმრთელების ექსპერტ კარლოს ლალინთან ერთად.
პარასკევს, მადრიდის "რეალი" დაესწრება მის ბოლოს წინა ვარჯიშს მალიორკაში გამგზავრებამდე (10:00 ცენტრალური ევროპული დრო, დახურულ კარს მიღმა).
წყარო: realmadrid.com
- 26 აგვისტო 2010
- 2 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.