მოურინიო: რეალი ევროპაში საკუთარ სტატუსს აღიდგენს
ჟოზე მოურინიომ უეფას ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მადრიდის რეალი დაკარგულ პრესტიჟს აუცილებლად აღიდგენს ევროპის მაშტაბით...
"მადრიდის რეალს დაკარგული აქვს გამარჯვებულის სტატუსი, მაგრამ ეს აუცილებლად გამოსწორდება, ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ექვსი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ვეცდებით ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას მოვუყაროთ თავი."
"ჩემი გუნდის თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია და მიმართულია გამარჯვებისკენ, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, რადგან "ბლანკოსს" უკვე დიდი ხანია არ მოუგია ზემოთ ხსენებული ტურნირი, აუცილებელია ბოლომდე ბრძოლა და შედეგი აუცილებლად იქნება, მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მსიამოვნებს მათთან ერთად მუშაობა."
"მე განსხვავებული მადრიდის რეალის აშენება მსურს, ჩვენ ყველა ტიტულისთვის უნდა გავერთიანდეთ."
- 26 აგვისტო 2010
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.