„ხეტაფესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
„მერენგებმა“ ლა ლიგის მეოთხე ტურისთვის მზადება დაიწყეს, რომელსაც გუნდი საშინაო არენაზე ჩაატარებს...
კარლო ანჩელოტიმ გუნდი ორდღიანი დასვენების შემდეგ შეკრიბა და კვირის პირველი სესია გამართა.
გუნდს 5 დღე აქვს იმისთვის, რომ „ხეტაფეს“ მისაღებად შესაბამისად მოემზადოს.
ვინისიუს ჟუნიორი შეკრებაზე არ გამოჩენილა, ის მკურნალობის კურსს გაივლის, ისევე როგორც მილიტაო, კურტუა და არდა გიულერი.
მენდი და სებალიოსი კოლექტივთან ერთად არიან, ორივე მათგანს იტალიელი „ხეტაფეს“ წინააღმდეგ განაცხადში შეიყვანს.
ვარჯიშზე ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, სტანდარტულებს და პრესინგს.
„მერენგები“ მთელი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ.
- 28 აგვისტო 2023
- 1 218
- 14