რამდენ მატჩს გამოტოვებს ვინისიუს ჟუნიორი?
ვინისიუს ჟუნიორს სამეფო კლუბის არაერთი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს, ის ასევე ვერ დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს...
ვინი ვერ იასპარეზებს „ხეტაფესთან“, „სოსიედადთან“, „ატლეტიკოსთან“, „ლას პალმასთან“, „ჟირონასთან“ და მაღალი ალბათობით „ოსასუნასთან“. გარდა ამისა, ის გუნდს ვერ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ და მეორე ტურში.
8 ოქტომბერს ლა ლიგა პაუზას აიღებს და გულშემატკივრები სანაკრებო ბატალიებზე გადაიტანენ ყურადღებას, რის შემდეგაც საკლუბო სეზონი 21 ოქტომბერს განახლდება და „რეალის“ მეტოქე „სევილია“ იქნება.
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სამხრეთ ამერიკელი შემტევი ანდალუსიელთა წინააღმდეგ თამაშს 100%-ით შეძლებს.
- 28 აგვისტო 2023
- 2 514
- 11