Preview: Spain's La Liga

London, England (CNN) -- ისინი არიან ორი განუყრელი "მეგობარივით". ეს არის ორი ბრწყინვალე კლუბი. მათი ერთობა არის ლა ლიგა! წელს ისინი კიდევ ერთხელ გაუსწორდებიან ერთმანეთს და დანარჩენ მსოფლიოს! თქვენს წინაშეა მადრიდის რეალი და ბარსელონა!

რა არის ახალი?

ამ სეზონში ჯერ არნახულ ბრძოლას ვიხილავთ ამ ორ გუნდს შორის. გასულ წელს მადრიდის რეალმა დახარჯა 300 მილიონი ევრო. შედეგი კი ასეთი იყო: რეკორდული 102 გოლი, 96 ქულა და ბარსას ჩრდილში დარჩენა.

ახალ სეზონში სამეფო კლუბი ისევ დაუბრუნდა სატრანსფერო ბაზარს, მათ იყიდეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო! ადამიანი რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ადამიანი რომელიც ბლაუგრანაში არ დააფასეს და ადამიანი რომელმაც კატალონიას თავი შეაძულა! პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესო ტაქტიკოსათაა მიჩნეული მან იცის როგორ ათამაშოს გუნდი და მოუტანოს მას დიდება!

კატალონიელებმა 2005 წლიდან მოყოლებული ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ ლა ლიგის მოგება შეძლეს. ამ მიღწევაში მთავარი როლები ლაპორტას და პეპ გვარდიოლას ეკუთვნით. ლაპორტამ გუნდი დატოვა, მის მაგივრად კი მოვიდა როსელი, რომელმაც ვერ მიაღწია შეთანხმებას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მთავარ მწვრთნელთან.


ლიდერები:

რათქმაუნდა ბერნაბეუს პუბლიკა არც ამ სატრანსფერო ბაზარზე გააწბილა პერესმა და მათ ახალი შემტევი ფეხბუღთელები მოუყვანა! გუნდში მოვიდა არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავი ანხელ დი მარია, ასევე იმედის მომცემი 19 წლის სერხიო კანალესი და პედრო ლეონი.

მაგრამ მაურინიო არ აპრებს გუნდის ლიდერის ახალწვეულიდან არჩევას. ჟოზემ არც რაული მოინდომა გუნდის ლიდერად, მეტიც ელ კაპიტანომ გუნდი დატოვა და შალკეს მიაშურა. მოურინიოს მთავარი ფიგურა 4 თვე არ იქნება მოედანზე, რიკარდო კაკამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და იანვრამდე გუნდს ვერ დაეხმარება.

ამ ზაფხულს ბარსელონამ დაიმატა დავიდ ვილია, მაგრამ გუნდის უცვლელ ლიდერად მაინც ლეო მესი დარჩება! პეპ გვარდიოლა: "მესი? ეს განუმეორებელია!"

ოპონენტები?

ვალენსიას, სევილიას, მალიორკას, ხეტაფეს, მადრიდის ატლეტიკოს და სხვებს განა შესწევთ იმის ძალა, რომ ამ ორი გიგანტის ჰეგემონიას წინ აღუდგნენ?


ექსპერტის აზრი:

CNN-ის ექსპერტი Pedro Pinto: "ახალი სეზონი არაფრით განსხვავდება გასული წლებიდან, ესპანურ
ფეხბურთს კვლავ ბარსელონა გაუძღვება, ხოლო რეალი მეორე იქნება!"

"ბარსამ წელს საუკეთესო ცენტრ ფორვარდი დაიმატა დევიდ ვილიას სახით. ბლაუგრანას ფლანგი კი მსოფლიოში საუკეთესოა მესის და პედროს წყალობით."

"ერთადერთი საფრთხე რაც ბარსას ემუქრება არის მაურინიო! პორტუგალიელი მაესტრო რეალს სრულიად შეცვლის!"

"სეზონის ბოლოს კი პირველი ოთხეული ასეთი იქნება:"
1. ბარსელონა
2. მადრიდის რეალი
3. სევილია
4. ვალენსია


ინფორმაციის წყარო:CNN.com

ავტორი:camelo(ოთო დევაძე)

  • camelo
  • 26 აგვისტო 2010
  • 2 821
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)