კეპა:„ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ, დებიუტით კმაყოფილი ვარ“
კეპა არიზაბალაგამ „ბალაიდოსზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ. „სელტა“ მაქსიმალურად ცდილობდა საშინაო კედლებში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ამ გუნდმა დაარსებიდან 100 წელი აღნიშნა და განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა.“
„ჩვენ 9 ქულა გვაქვს, გუნდმა 3-იდან 3 მატჩი მოიგო, თანაც ყველა გასვლაზე. ეს მარტივი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა.“
„მიხარია, რომ კარის მშრალად შენახვა შევძელი, ეს ყველა მეკარისთვის მნიშვნელოვანია. ადაპტაცია კარგ ტემპში მიმდინარეობს, კვირაზე მეტია აქ ვარ და თანაგუნდელებს ეტაპობრივად ვეცნობი.“
- 26 აგვისტო 2023
- 794
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.