ფლორენტინო პერესმა მბაპეს ულტიმატუმი პირადად წაუყენა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კილიან მბაპესთან და მის ოჯახთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა...
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფაიზა ლამარის, ფილფრედ მბაპეს და თავად კილიან მბაპეს უთხრა, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კომუნიკაცია შეწყდება და მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე არასდროს აღარ ისაუბრებენ.
ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესმა მბაპეს ოჯახს აცნობა, რომ აგვისტოს ბოლო კვირაში „პსჟ“-ს 120 მილიონიანი წინადადებით მიმართავს, საიდანაც ნასერ ალ ჰელაიფი 80 მილიონს მიიღებს, ხოლო დანარჩენი 40 მილიონი თავად მბაპეს ერთგულების ბონუსის სახით ჩაერიცხება.
პერესმა მბაპეს ოჯახს აუხსნა, რომ პარიზული გუნდი ამ წინადადებაზე უარს არ იტყვის, მთავარი კი თავად ფეხბურთელის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლა იქნება.
სამეფო კლუბის პრეზიდენტს პრინციპულობა არასდროს აკლდა, ახლა კი მზად არის, ნაბიჯი გადადგას, თუმცა თავად ფეხბურთელისგან მოითხოვს გარანტიებს და აყენებს ულტიმატუმს. მბაპეს შეუძლია მადრიდისტა ან ახლავე გახდეს, ან კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში სანტიაგო ბერნაბეუზე მოხვედრის შანსი სამუდამოდ დაკარგოს.
- 20 აგვისტო 2023
- 6 912
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.