ფედე:„გუნდი კიდევ მოუმატებს“
ფედერიო ვალვერდემ „ალმერიასთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„ეს არ იყო მარტივი გამარჯვება, რადგან საწყის წუთებში გოლი გავუშვით და ზეწოლა ვიგრძენით. „ალმერიამ“ სწრაფი და საკმაოდ ხისტი ფეხბურთი შემოგვთავაზა. საბედნიეროდ, ანგარიშის გათანაბრება მარტივად შევძელით, შემდეგ კი ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა.“
„მეორე ტაიმის მიწურულს არაერთ მომენტში შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ.“
„ბელინგემი საუკეთესო ახალგაზრდაა, ვინც კი მინახავს. ვარჯიშებსა და თამაშებში ჯუდი ყველას აკვირვებს, ის ბრწყინვალედ მოძრაობს ბურთით და მის გარეშე.“
„არიბასი? ვულოცავ სერხიოს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც შემტევი სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშებს.“
„გუნდი კიდევ მოუმატებს, ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი, ეს ხომ მხოლოდ სეზონის სტარტია. დარწმუნებული ვარ, მესამე ტურში კიდევ უფრო მეტი ტემპი გვექნება, დროის გასვლასთან ერთად ოპტიმალურ კონდიციაში შევდივართ.“
- 20 აგვისტო 2023
- 310
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.