”ფიორენტინას” დრენტეს არენდით აყვანა სურს
როგორც მოგეხსენებათ სატრანსფერო ფანჯარა 6 დღეში იხურება. ამ დროის განმავლობაში როისტონ დრენტემ ”მადრიდის რეალი” უნდა დატოვოს, რადგან ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. "სამეფო კლუბი" დრენტესთვის ახალ კლუბს ეძებს.
როისტონით "ბენფიკა" და "პორტო" არიან დაინტერესებული. პორტუგალიური გრანდების გარდა დრენტეს შეძენა იტალიურ კლუბებსაც მოუნდა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა მცველის შეძენით ”ფიორენტინა” არის დაინტერესებული. იტალიელებს ფეხბურთელის შეძენა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდათ. როგორც ჩანს ”ფიორენტინას” ხელმძვანელობა დანებებას არ აპირებს და ისინი წელსაც შეეცდებიან ჰოლანდიელის გადმობირებას. ”იები” მზად არის როისტონი არენდით აიყვანონ.
წყარო:defensacentral.com
- 26 აგვისტო 2010
- 1 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.