„ალმერიასთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ალმერიასთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს...
კარლო ანჩელოტიმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ და ფიზიკურ კომპონენტებს. ვარჯიშის მეორე ნახევარში გუნდმა აქცენტი გააკეთა კარში დარტყმებსა და სტანდარტულებზე.
ედუარდო კამავინგა სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა. გუნდთან ერთად არიან დანი სებალიოსი და ფერლან მენდიც, თუმცა მათ ინდივიდუალური პროგრამა აქვთ.
ტიბო კურტუა, არდა გიულერი და ედერ მილიტაო აღდგენით პროცესში არიან.
შეგახსენებთ, „ალმერიასა“ და „რეალს“ შორის დაპირისპირება 19 აგვისტოს, 21:30 საათზე აიღებს სტარტს.
- 18 აგვისტო 2023
- 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.