Marca - „ალმერიასთან“ კვლავ ლუნინი ითამაშებს
„მარკას“ ინფორმაციით, ლა ლიგის მეორე ტურში „რეალის“ კარის უსაფრთხოებაზე კვლავ ანდრეი ლუნინი იზრუნებს...
კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ კეპას ერთი კვირა მაინც სჭირდება ადაპტაციისთვის, სწორედ ამიტომ მისი მომენტალურად მოედანზე შეშვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
შანსს კვლავ ლუნინი მიიღებს, რომელმაც პირველ ტურში „ბილბაოსთან“ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა და კარიც მშრალად შეინახა.
„მარკას“ ცნობით, ანდრე ამ სეზონში მოედანზე არაერთხელ გამოჩნდება, როგორც ლა ლიგის, ასევე სამეფო თასის დაპირისპირებებშიც.
- 17 აგვისტო 2023
- 1 174
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.