როდრიგო:„როდესაც „რეალი“ არსებობს, „ბარსელონას“ ვერ აირჩევ“
როდრიგო გოეშმა წლების წინ მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის არჩევანი გააკეთა. უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა ძველი მოვლენები გაიხსენა...
„მამაჩემი მოვიდა და მითხრა, რომ კატალონიის „ბარსელონას“ ინტერესი რეალური იყო. მე კი ვკითხე, რომ „რეალის“ მხრიდან კავშირზე თუ ჰქონდა ინფორმაცია. მაშინ მამამ მითხრა, რომ ლეო მესისთან ერთად თამაშის შანსი მქონდა და არ უნდა დავფიქრებულიყავი.“
„მამას ვუთხარი 2-3 დღე მოეცადა, რის შემდეგაც „რეალის“ ინტერესიც ოფიციალურად დადასტურდა. მახსოვს დღე, როდესაც ის ოთახში შემოვიდა და ორივე გუნდის მაისური შემომიტანა, მე კი რა თქმა უნდა „ბლანკოსი“ ავირჩიე, ვინაიდან როდესაც „რეალი“ არსებობს, „ბარსელონას“ ვერ ავირჩევდი. სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა და ჩემი ოცნება სწორედ აქ მოხვედრა იყო.“
„წლების შემდეგ დიდი პროგრესი ვაჩვენე და გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. ამით ვამაყობ და მჯერა, რომ კიდევ წინ არის დიდი წარმატებები.“
„„მერენგების“ გასახდელში ყოველთვის კარგი დამოკიდებულებაა, რაც ფეხბურთელებს მეტ თავდაჯერებულობას აძლევს. მივიჩნევ, რომ ამაზე კარგი ადგილი საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს.“
„ფლორენტინო პერესის როლი გუნდში ძალიან დიდია. ყველა მოთამაშე არნახულ მხარდაჭერას და მრუნველობას გრძნობს. პერესს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომელსაც გუნდის სასიკეთოდ იყენებს.“
„ზაფხულში კარგად დავისვენე, შემდეგ კი ნაყოფიერი პრე-სეზონი ჩავატარე. განვიტვირთე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ახლა კი ვიცი, რომ დიდი გამოწვევებით სავსე სეზონი მელის.“
„ვიცი და ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი სამეფო კლუბისთვის. ამ სეზონში ბევრი გოლის გატანას და მარგი ქმედების კოეფიციენტის კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავ.“
- 16 აგვისტო 2023
- 1 678
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.