კეპა:„ვიმედოვნებ, „რეალს“ 1 წელიწადში არ დავტოვებ, მე აქ დარჩენა მსურს“
კეპა არიზაბალაგამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„მოგესალმებით ყველას. დღევანდელი დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია, სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი და მოტივირებული ვარ. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას და სამეფო კლუბის მაისურის მორგებას. როდესაც არჩევანი „რეალსა“ და სხვა კლუბს შორის უნდა გამეკეთებინა, გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ „რეალი“ რეალია.“
„კარგად ვიაზრებ ვალდებულებებს, რომელიც გუნდში მექნება. ახლა გაცილებით გამოცდილი ვარ, ვიდრე 2018 წელს.“
„იკერ კასილიასი ყოველთვის იყო ჩემი კერპი. მისი თამაშების ყურება უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. ვოცნებობდა, რომ იკერის ადგილი დამეკავებინა.“
„კურტუას ვესაუბრე და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ვიმედოვნებ, ბელგიელი კიპერი რთულ პერიოდს მალე გადალახავს და მოედანზე დაბრუნებას შეძლებს. ასეთი ტრავმა ყველა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს.“
„25 ნომერი? არანაირი პრობლემა არ არის. მთავარი თამაშის ხარისხია და არა ნომერი.“
„ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს „რეალიდან“ არ წავალ და ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდები. ერთადერთი რამ, რაზეც ახლა ვფიქრობ კარგად თამაშია.“
„სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეფეა. უბედნიერესი ვიქნები, თუ ამ კოლექტივთან ერთად ევროსარბიელზე გავიმარჯვებ.“
- 15 აგვისტო 2023
- 2 208
- 18