მორიგი ვარჯიში „ალმერიასთან“ მატჩისთვის
მადრიდის „რეალმა“ „ალმერიასთან“ დაპირისპირებისთვის კიდევ ერთი ვარჯიში გამართა...
კვირის მეორე სესია „მერენგებმა“ სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, სადაც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იზრუნეს, შემდეგ კი მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და დავალებები ბურთთან ერთად შეასრულეს.
კარლო ანჩელოტიმ შეკრებაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს, სტანდარტულებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ ფერლან მენდი სულ მალე გამოჯანმრთელდება.
- 15 აგვისტო 2023
- 411
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.