230 მილიონი ევრო ერლინგ ჰოლანდის სანაცვლოდ - „რეალის“ გეგმა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე დაიწყოს მუშაობა...
იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე „პსჟ“-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, „რეალი“ მას სამუდამოდ დაემშვიდობება და 2024 წელს არცერთ ევროს არ გადაიხდის. ეს ამბავი ფაქტობრივად დადასტურებულია.
რაც შეეხება ალტერნატიულ გეგმას. მადრიდში იციან, რომ ერლინგ ჰოლანდსა და „სიტის“ შორის არსებულ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნორვეგიელს 2024 წელს გუნდის დატოვების უფლება მიეცემა, თუმცა მსურველმა კლუბმა 150 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი წინახაზელისთვის 230 მილიონს გამოყოფს, საიდანაც 150 მილიონს „სიტი“ მიიღებს, ხოლო დანარჩენ 80 მილიონს თავად ფეხბურთელი სატრანსფერო ბონუსის სახით.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ თუ მბაპე „პსჟ“-სთან განაახლებს, ეს კიდევ ერთი არასწორი მიდგომა იქნება „მერენგების“ მიმართ, სწორედ ამიტომ პერესი მიმართულებებს შეცვლის.
- 15 აგვისტო 2023
- 5 685
- 11