მბაპემ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა - კონტრაქტზე კვლავ უარია!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა...
ფრანგი ფეხბურთელი „პსჟ“-ს კონტრაქტზე უარს ეუბნება, ვინაიდან იცის, რომ თუ 2024 წელს მასში „რეალს“ თანხის გადახდა მოუწევს, ფლორენტინო პერესი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
ახალი ინფორმაციით, მბაპე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, პარიზულ გრანდს კი ფინანსურ დანაკარგებს იმით შეუმსუბუქებს, რომ ერთგულების ბონუსზე იტყვის უარს.
მარტიო კორტეხანა კი გვაუწყებს, რომ საქმე ფაქტობრივად დახურულია და კილიანი „რეალში“ 1 წელიწადში უფასოდ გადავა. მბაპე ხვდება, რომ თუ ნასერ ალ ჰელაიფს შეუთანხმდება, „ბლანკოსში“ მოხვედრის შანსს მართლაც დაკარგავს.
- 14 აგვისტო 2023
- 4 930
- 2