„რეალმა“ ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზადება დაასრულა. „სან მამესზე“ ვიზიტისთვის ანჩელოტის გუნდი მზად არის...
სესიაზე თავდაპირველი გახურების შემდეგ გუნდმა ფიზიკურ-ტაქტიკური დავალებები შეასრულა, შემდეგ კი მოკლე სივრცეში ფეხბურთი ითამაშა.
შეკრების მეორე ნაწილში ფეხბურთელებმა ყურადღება დაუთმეს კარში დარტყმების კომპონენტს, სტანდარტულებს და პრესინგზე თამაშს.
დანი სებალიოსი ვარჯიშობდა, როგორც მინდორზე, ასევე სატრენაჟორო დარბაზში, ის მოედანს ცოტა ხანში დაუბრუნდება, სხვა ტრავმირებული მოთამაშეები კი აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
შეგახსენებთ, „ბილბაოსა“ და „რეალის“ დაპირისპირება ხვალ, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
- 11 აგვისტო 2023
- 1 099
- 7