იბრაგიმოვიჩის აგენტი ”რეალზე”
გასულ სეზონში კატალონიის ბარსელონამ ზლატან იბრაგიმოვიჩშიი დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ შვედმა ფორვარდმა კატალონიურ კლუბს იმედები ვერ გაუმართლა. დავიდ ვილას გუნდში მოსვლის შემდეგ, ”ბლაუნგრანა” ცდილობს ფეხბურთელის გაყიდვას. იბრას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული იტალიის ”მილანი”.
ფეხბურთელის აგენტმა მინიო რაიოლამ განაცხადა, რომ იბრაგიმოვიჩით სამი გუნდი არის დაინტერესებული და მათ შორის ”მადრიდის რეალიც” არის.
”ზლატანით სამი კლუბია დაინტერესებული. მისი შეძენა: ”მანჩესტერ სიტის”, ”მადრიდის რეალს” და ”მილანს” სურს. ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ”მილანმა” და ”ბარსელონამ” შეთანხემბას მიაღწიეს შვედი ფორვარდის ტრანსფერზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ეს ტრანსფერი შედგეს.
წყარო:defensacentral.com
- 25 აგვისტო 2010
- 2 412
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.