Marca - უპირველესი ფავორიტი დავიდ დე ხეაა!
„მარკას“ ინფორმაციით, ტიბო კურტუას შეცვლასთან ყველაზე ახლოს დავიდ დე ხეაა...
ესპანელ კიპერთან „რეალის“ მხრიდან კომუნიკაცია უკვე დამთავრდა. მეტიც, სამეფო კლუბმა მას ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ფლორენტინო პერესი ჯერ კიდევ 2015 წელს ცდილობდა ესპანელი კარის დარაჯის შეძენას, მაგრამ მაშინ მოთამაშეს „იუნაიტედი“ არ შეელია და ათასგვარი არგუმენტით შეძლო მოთამაშის შენარჩუნება.
8 წლის შემდეგ დე ხეა „რეალთან“ ისევ ახლოსაა. 32 წლის კიპერს „მერენგები“ 2 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.
- 10 აგვისტო 2023
- 1 200
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.