მბაპე განცხადებას გააკეთებს - თარიღი დაგეგმილია!
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპე განცხადების გაკეთებას აპირებს...
ფრანგი პრესის წინაშე გამოვა და იტყვის, რომ მისი მიზანი კვლავაც „პსჟ“-ში დარჩენაა, ხოლო კლუბი მას ამის საშუალებას არ აძლევს, სწორედ აქედან გამომდინარე, იძულებული ხდება ახალი გუნდი მოძებნოს.
ამ განცხადებით, კილიანი არ დაარღვევს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის არცერთ პუნქტს და კვლავ ძალაში დარჩება ერთგულების ბონუსის მოთხოვნა.
კილიანი და მისი ოჯახი უკვე იძულებულია ნაბიჯები გადადგას, ვინაიდან მადრიდის „რეალი“ ფრანგს სწორედ ამისკენ მოუწოდებს.
როგორც კი მბაპე განცხადებას გააკეთებს, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ამ საფუძვლით „პსჟ“-ს დაუკავშირდება და ოფიციალურ შეთავაზებას წარუდგენს.
რაც შეეხება თარიღს. ფრანგების ცნობით ეს ორშაბათს მოხდება, როდესაც „პსჟ“-ს საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტური უკვე ნათამაშები ექნება, მბაპე კი კვლავ გუნდსმიღმა იქნება დარჩენილი.
- 9 აგვისტო 2023
- 5 633
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.