მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ მბაპე რონალდუს რეკორდს მოხსნის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერის შემთხვევაში, მადრიდის „რეალი“ ახალ რეკორდს დააფიქსირებს...
2009 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდუ მანჩესტერ „იუნაიტედიდან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა, გაყიდული მაისურების რეკორდი დამყარა.
იქამდე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვდა მსგავსი რაოდენობა.
ახლა კი მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ მბაპეს ტრანსფერის შემთხვევაში, ახალ რეკორდთან გვექნება საქმე, თანაც იმ ფონზე, რომ 2009 წლისგან განსხვავებით, ახლა ოფიციალური „შოპ“-ების რაოდენობა, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში მკვეთრად არის გაზრდილი. ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტ რესურსები და ასე შემდეგ.
- 9 აგვისტო 2023
- 3 957
- 24