რამოსი „სევილიაში“ დასაბრუნებლად მზად იყო
„ას“-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსი მზად იყო, „სევილიას“ რიგები კიდევ ერთხელ დაეცვა. ამისთვის ესპანელი ლეგენდა უდიდეს დათმობებზე წავიდა, მაგრამ ანდალუსიურ მხარესთან შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწია...
მიუხედავად იმისა, რომ რამოსი ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც კი იყო თანახმა, „სევილიასთან“ საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.
„ას“-ის ინფორმაციით, სერხიოს არაერთი შემოთავაზება აქვს, როგორც საუდის არაბეთიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მას უკლუბოდ დარჩენა არ ემუქრება, თუმცა როგორც ჩანს, „რეალის“ ექს კაპიტანს ევროპაში დარჩენა სურდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამოსმა დაბლოკა თურქეთის ჩემპოიონატიდან არსებული წინადადებები.
- 8 აგვისტო 2023
- 1 265
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.