პერესს ალტერნატივაც აღარ აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალისთვის“ ცნობილია, რომ მბაპეს ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, ალტერნატივაც აღარ იქნება...
ჰარი კეინი მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთ ნაბიჯშია. ინგლისელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.
ნკუნკუ „ჩელსის“ ფეხბურთელია, ჰავერცმა „არსენალი“ აირჩია, ვიქტორ ოსიმენი კი „ნაპოლიში“ რჩება.
ერთადერთი ვარიანტი, რომელიც პერესს მბაპეს გარეშე დარჩება დუშან ვლაჰოვიჩია, თუმცა ახალ კლუბს თავის მხრივ სერბიც ეძებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მადრიდის „რეალის“ მთავარ პრიორიტეტად მბაპეა დასახელებული და ფრანგი აუცილებლად უნდა გადავიდეს სანტიაგო ბერნაბეუზე.
- 7 აგვისტო 2023
- 3 845
- 17