სიტუაცია დაიძაბა - „რეალი“ მბაპეს მოთხოვნებს უყენებს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, სიტუაცია დაძაბულია. მადრიდის „რეალი“ აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, ამისთვის კი კილიან მბაპესგან შემხვედრ ნაბიჯებს მოითხოვს...
კილიანი არანაირ განცხადებას არ აკეთებს და „პსჟ“-ს მოთხოვნებს სრულფასოვნად ემორჩილება, მას არც იაპონური ტურნეს გაცდენაზე დაუფიქსირებია საკუთარი აზრი და განცალკევებითაც უპრობლემოდ ვარჯიშობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მბაპე ხმას იმიყომ არ იღებს, რომ მას დამატებით ერთგულების ბონუსის მიღება სურს, რომელიც არა ივლისის, არამედ აგვისტოს თვის ჭრილში იგულისხმება.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ მიიჩნევს, რომ ივლისის ბონუსი ფრანგისთვის საკმარისი უნდა იყოს და თუ „ბლანკოსში“ თამაში სურს, ლაპარაკია საჭირო.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერისთვის 180 მილიონი ევრო გამოყოფილი აქვს და მზად არის, ოფიციალური მოლაპარაკება ნებისმიერ დროს დაიწყოს.
- 7 აგვისტო 2023
- 3 108
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.