„რეალი“ კიდევ ორი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს!
„მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბიდან 2 ფეხბურთელის წასვლა კვლავ დღის წესრიგშია...
ალვარო ოდრიოზოლას და ანდრეი ლუნინის მომავალი ბურუსით არის მოცული. მადრიდში მიიჩნევენ, რომ ესპანელი აუცილებლად უნდა წავიდეს, რადგან კარლო ანჩელოტი მასზე არანაირ გათვლას არ აკეთებს.
რაც შეეხება ლუნინს, თუ უკრაინელი კიპერი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, პერესმა ალტერნატიული ვარიანტი უნდა მოიძიოს, სწორედ ამიტომ მისი ბედი დროულად უნდა გადაწყდეს.
ანდრეი ფიქრობს, რომ ლა ლიგის რომელიმე კლუბში იჯარის წესით გადასვლა ურიგო ვარიანტი არ არის. ლუნინისთვის სათამაში პრაქტიკა ამ ეტაპზე უმთავრესია.
- 7 აგვისტო 2023
- 3 288
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.