„რეალის“ კატეგორიული მოთხოვნა კილიან მბაპეს!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს მოთხოვნას უყენებს...
სამეფო კლუბს სურს, რომ ფრანგი ფეხბურთელი საჯაროდ გამოვიდეს და თქვას, რომ „პსჟ“-სთან ურთიერთობა სრულდება და მას წასვლა სურს.
თუ „ბლანკოსი“ ამ წინადადებას მოისმენს, მზად არის, 180 მილიონი ევრო გამოყოს და ტრანსფერი დაასრულოს.
შარშანდელი და შარშანწინდელი მოვლენების შემდეგ ფლორენტინო პერესი განსაკუთრებულ ფრთხილ ტაქტიკას ირჩევს და ურჩევნია ქმედითი ნაბიჯები მას შემდეგ გადადგას, როდესაც დარწმუნდება, რომ კილიანსა და ფრანგულ გრანდს შორის ყველა ურთიერთობა დასრულებულია.
- 7 აგვისტო 2023
- 6 885
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.