ლუის ენრიკეს მბაპესთან შეხვედრა სურს
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კილიან მბაპესთან შეხვედრა სურს...
ესპანელ სპეციალისტსა და ფრანგ წინახაზელს შორის შეხვედრა წესით ორშაბათის ვარჯიშამდე უნდა გაიმართოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს თავად კილიანს და ზოგადად „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მბაპე ფრანგული კლუბის მაისურს ვეღარ მოირგებს.
ნასერ ალ ჰელაიფის წარმომადგენლობამ მბაპეს აცნობა, რომ თუ გუნდიდან არ წავა, ან სათადარიგო სკამზე, ანაც ტრიბუნებზე გადანაცვლება მოუწევს და ის ვერცერთ წუთს ვერ მიიღებს სათამაშოდ.
ფრანგების ცნობით, მბაპეს საკითხის განვითარებას „პსჟ“-ს საფრანგეთის დაბრუნება ხელს შეუწყობს.
- 5 აგვისტო 2023
- 1 303
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.