„რეალის“ რადარზე დეივიდ ვაშინგტონი გამოჩნდა
ახალგაზრდა დეივის ვაშინგტონი, რომელიც „სანტოსის“ ღირსებას იცავს, მადრიდის „რეალის“ რადარზე გამოჩნდა...
18 წლის წინახაზელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. „ბლანკოსის“ მიმართ ფეხბურთელით დაინტერესებულია ლონდონის „ჩელსი“, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
არსებული ცნობით, „რეალს“ ფეხბურთელის შეძენა და 1 წლით ბრაზილიაში დატოვება სურს, რათა მოთამაშემ კიდევ დამატებითი გამოცდილება მიიღოს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი უკვე 187 სანტიმეტრია და ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გარდა, ის გარემარბის პოზიციასაც ითავსებს.
დეივიდი „სანტოსის“ მთავარ გუნდში მოხვედრამდე ამავე კოლექტივის ასაკობრივ ჯგუფებში თამაშობდა.
- 5 აგვისტო 2023
- 796
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.