„ასტონ ვილა“ „რეალს“ ისევ მიმართავს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დანი სებალიოსმა „რეალთან“ კონტრაქტი სულ რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივობა, „ასტონ ვილა“ ფლორენტინო პერესისთვის მიმართავს აპირებს...
სებას გეგმები ისე ვერ წავიდა, როგორც მას სურდა. მიღებულმა ტრავმამ ესპანელი პრე-სეზონს მთლიანად ჩამოაშორა, მისი დაბრუნება კი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
ამ ყველაფრის ფონზე, „ასტონ ვილა“ მზად არის, ტრავმირებული ფეხბურთელი 15 მილიონ ევროს იყიდოს. ბირმინგემელების აზრით, ანჩელოტის სქემაში და იმ კონკურენციაში, რომელიც ახლა „ბლანკოსში“ სუფევს, დანი შანსის გარეშეა დარჩენილი, სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესი შესაძლოა მის გაყიდვაზე დაფიქრდეს.
მადრიდულ მხარეს ნახევარმცველთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
- 4 აგვისტო 2023
- 1 662
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.