ბრაჰიმ დიასი:„ჩემი მიზანი სასტარტო შემადგენლობაში თამაშია“
ბრაჰიმ დიასი მადრიდულ გრანდში დაბრუნდა. მისთვის პრე-სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და სათამაშო წუთებიც მიიღო...
„ამერიკული ტურნე და ზოგადად პრე-სეზონი რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ფიზიკური თვალსაზრისით ახლა ბევრად დიდი პროგრესი მაქვს, ვიდრე 2 კვირის წინ. ანტონიო პინტუსთან ბევრს ვმუშაობ და მის მითითებებს ვასრულებ.“
„დრო საკმაოდ სწრაფად გადის, სწორედ ამიტომ დროის მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წინასასეზონო მზადებას გადიხარ.“
„ლა ლიგა მალე დაიწყება, ჩვენ კი მაქსიმალურად ვეცდებით, დარჩენილი დღეები სრულფასოვნად გამოვიყენოთ და „სან მამესზე“ ღირსეულად ვიასპარეზოთ.“
„ჩემი მიზანი სასტარტო შემადგენლობაში თამაშია. „მილანში“ დიდი გამოცდილება მივიღე და მჯერა, რომ ესპანეთში მაღალ დონეზე თამაშს შევძლებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი წყვეტს, ვინ არის საუკეთესო კონდიციაში, თუმცა მე ბრძოლას არ შევაჩერებ და ვეცდები, რომ კვირიდან კვირამდე უკეთესი ვიყო.“
- 4 აგვისტო 2023
- 1 149
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.