„რეალმა“ გადაწყვეტილება შეცვალა - მბაპეს ტრანსფერზე სიახლეა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ ხვდებიან, რომ თუ რამე არ შეიცვლება, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას დასრულება არ უწერია...
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსმა“ მბაპეს აცნობა, რომ მისი ხელფასი 30 მილიონი ევროს ნაცვლოდ 38 მილიონი ევრო იქნება, რაც 6 წლიან პერსპექტივაში ფეხბურთელს მისცემს იმის საშუალებას, რომ 48 მილიონი ევროთი მეტი გამოიმუშავოს.
ზემოაღნიშნული თანხა სწორედ ის თანხაა, რომელსაც ფრანგი „ბლანკოსისგან“ დამატებით ელოდებოდა.
პერესი სატრანსფერო ბონუსს არ გადაიხდის, მაგრამ მბაპე სარგებელს მრავალწლიან პერსპექტივაში ნახავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიდი ზიანი არ მიადგება „რეალის“ ბიუჯეტსაც, რომლისთვის წლიურად 8 მილიონით მეტი გასავალი ნამდვილად ვერაფერს წყვეტს.
მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ ხელფასთან დაკაშირებით პოზიციას არ ცვლიდა, პერესი დათმობაზე წავიდა, ვინაიდან ხვდება, რომ კილიანისთვის ამ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს.
„რეალის“ დირექტორთა საბჭოს აზრით, „პსჟ“-ს ვარსკვლავის დამატება ეკონომიკურად იმდენად მომგებიანი იქნება, რომ გუნდმა ხელფასის გადახდაზე უარი არ უნდა თქვას.
ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, სწორედ ამიტომ „რეალი“ აქტიური ნაბიჯების გადადგმას იწყებს და მზად არის, „პსჟ“-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზოს.
- 3 აგვისტო 2023
- 12 503
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.