ლასანა დიარა, "რეალის" მარჯვენა მცველი

არბელოას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დარჩენა...

იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ლასანამ გუნდი უნდა დატოვოს, მაგრამ ჟოზეს ძალიან მოეწონა ფრანგის თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მან "ჰერკულესთან" ძალიან კარგად ითამაშა, დღეს კი მოუმ ლასი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

გუნდში სამ ცენტრალურ მცველს ტრავმები აწუხებთ. (გარაი, ალბიოლი და პეპე.) ასე რომ რამოსს ცენტრში გადაწევა მოუწია. როცა ჟოზე გუნდს ჩაუდგა სათავეში მან განაცხადა, რომ სერხიოს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდეს. რამოსი ორივე პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ როგორც ჩანს ჟოზეს ესპანელი უფრო ცენტრში მოსწონს.

ლასი ამ პოზიციაზე თამაშს მიჩვეულია, რადგან როცა მოურინიო "ჩელსის" მწვრთნელი იყო, ლასს სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშებდა. თუ ჟოზემ გუნდის განლაგება დაცვაში ასე დატოვა, მაშინ არბელოას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ყოფნა, ლასს კი ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.


ინფორმაციის წყარო defensacentral.com

  • Dzebnili
  • 25 აგვისტო 2010
  • 2 321
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)