ანჩელოტი:„არ გამოვრიცხავ, მან „რეალი“ დატოვოს“
კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პრე-სეზონის ფარგლებში 2 წარმატებული და ასევე 2 წარუმატებელი დაპირისპირება ჩავარეთ. ვფიქრობ, ამერიკული ტური საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ჩვენ სეზონის დასაწყებად მზად ვარ. ახლა მადრიდში დავბრუნდებით და ვარჯიშს გავაგრძელებთ, ლა ლიგის პირველ ტურამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.“
„უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა მოვახერხოთ. გუნდისთვის მნიშვნელოვანია თითოეული კომპონენტი და რაღა თქმა უნდა, ბალანსირებული ასპარეზობა, რომელსაც მოაქვს წარმატება.“
„„იუვენტუსთან“ და კატალონიელებთან ბევრი გოლი გავუშვით, მაგრამ მერწმუნეთ, გუნდს დაცვაში კარგი თამაში არ გაუჭირდება, ჩვენ ვიცით, როგორ ვაჩვენოთ პროგრესი.“
„ვინისიუსისთვის საჯარიმოში თამაში პრობლემას არ წარმოადგენს. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ის მობილური იყო და გარკვეულ მომენტებში ფლანგიდანაც უტევდა. ჩემი აზრით, ბრაზილიელს ძალიან კარგი წინასასეზონო პერიოდი აქვს.“
„ფრან გარსია პროგრესს განაგრძობს, ის ენერგიით სავსეა და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ესპანელის გამო ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ უდიდეს დახმარებას გაგვიწევს. ფრანთან ერთად დაცვის ფლანგი უფრო სოლიდურია.“
„არდა გიულერთან მიმართებით ჯერ-ჯერობით კონსერვატიული მეთოდი გვაქვს არჩეული. ეს არის მენისკის პრობლემა, რომელიც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.“
„ოდრიოზოლას მომავალი? არ გამოვრიცხავ, მან გუნდი დატოვოს, თუმცა არც დარჩენაა გამორიცხული.“
- 3 აგვისტო 2023
- 5 705
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.